ფრიში რაგნარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრიში რაგნარ - (1895-1973) (Frisch Ragnar) - ნორვეგიელი ეკონომისტი, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი (1969) (ი. ტინბერგენთან ერთად) ეკონომიკურ ანალიზში მათემატიკური მეთოდების გამოყენებისათვის. ეკონომეტრიკული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.
ცნობილია მის მიერ 30-იან წლებში შექმნილი ეკონომიკური ციკლის დინამიკური მოდელი. ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში ფრიშმა შეიმუშავა ეროვნულ ანგარიშთა სისტემა, მათემატიკური პროგრამირების მოდელები და ა.შ. მისი ძირითადი ნაშრომებია: „წარმოების თეორია“ (1965), „მაქსიმუმი და მინიმუმი“ (1966) და სხვ.