ფუკოს ქანქარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფუკოს ქანქარა (ფუკოს საქანი) – (Fuko's pendulum), დედამიწის ბრუნვის დამადასტურებელი მოწყობილობა, ვერტიკალურად დაკიდებული ტვირთი, რომლის ზედა ბოლო ისეა მორგებული შენობის ჭერში, რომ შეუძლია იქანაოს ვერტიკალურ სიბრტყეში. პირველი ცდა ფრანგმა ფიზიკოსმა ჟან ფუკომ ჩაატარა 1851 წელს პარიზის პანთეონის შენობაში (ამჟამად პარიზის ხელოვნების და რეწვის მუზეუმი). ქანქარის სიგრძე იყო 67 მეტრი. ქანქარის გაშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ქანქარის მოძრაობის სიბრტყე გადაადგილდა დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მხარეს. მსგავსი ქანქარა (98 მ.) დამაგრებულია ისააკის ტაძრის გუმბათის ქვეშ სანქტ-პეტერბურგში (რუსეთი).