ფულადი პოლიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფულადი პოლიტიკა - (monetary policy) - სახელმწიფოს მიერ ფულის ერთობლივ მიწოდებაში ცვლილებების გატარების პოლიტიკა. ფულის, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე „მგრძნობიარე“ ელემენტის, მიმოქცევის ეფექტიან რეგულირებასა და ბაზრის ფუნქციონირებისათვის ნორმალური პირობების შექმნას ემსახურება ქვეყნის ფულადი პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, იგი ეკონომიკური კონიუნქტურის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის სწორად წარმართვით ქვეყნის მაკროეკონომიკურ რეგულირებაში შესაძლებელია შემდეგი ძირითადი ამოცანების გადაჭრა: ფულზე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება, ფულის ბაზარზე წონასწორობის შენარჩუნება, მიმოქცევის სფეროში ფულადი მასის რეგულირება და კონტროლი, ეროვნული ვალუტის კურსისა და ეკონომიკური ციკლის რეგულირება, ინფლაციის დონის მინიმიზაცია, ინვესტირების სტიმულირება და ა.შ. ამ ამოცანების რეალიზაციის გარეშე ფულადი პოლიტიკა მოწყვეტილია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს და ეკონომიკის დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცევა.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები