ფულის ერთობლივი მიწოდება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფულის ერთობლივი მიწოდება - (agregate money supply, money stock), ფულის ის რაოდენობა, რომელიც მომსახურებას უწევს მთელ ეკონომიკას მოცემულ მომენტში. მოიცავს მიმოქცევაში არსებულ ბანკნოტებს, მონეტებს, მოსახლეობის საბანკო დეპოზიტებს და სხვა ფასიან ქაღალდებს.