ფუნქციონალური სივრცე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუნქციონალური სივრცეტოპოლოგიური სივრცე, რომლის ელემენტებსაც (წერტილებსაც) წარმოადგენენ ფუნქციები, ე. ი. ფუნქციათა ერთობლიობა, რომლებისთვისაც ამა თუ იმ წესით განსაზღვრულია მანძილის ან, უფრო ზუსტად, სიახლოვის ცნება.

ფუნქციონალურ სივრცეს, რომელიც ყოველ ორ f1 და f1 ელემენტთან ერთად შეიცავს მათ ყველა αf1 + βf2, წრფივ კომბინაციას, სადაც α და β ნამდვილი ან კომპლექსური რიცხვებია, ეწოდება წრფივი ფუნქციონალური სივრცე.

ფუნქციონალური სივრცეები ხშირად განიხილება ფუნქციონალურ ანალიზში, ოპერატიულ აღრიცხვაში და ა. შ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები