ფურიეს მეთოდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფურიეს მეთოდი - სხვადასხვა ამოცანის ამოხსნის მეთოდი, რომელიც იყენებს ფუნქციის გაშლას ფურიეს მწკრივად ან წარმოდგენას ფურიეს ინტეგრალად. ასეთ გაშლას მივყავართ ფუნქციის ძალიან მოსახერხებელ ანალიზურ წარმოდგენამდე, რომელიც ხშირად სრულიად შეუცვლელია მათემატიკის, ასტრონომიის, მათემატიკური ფიზიკის, თეორიული ფიზიკის, თეორიული მექანიკის და სხვა ამოცანების ამოხსნისას.