ფშვინვიერი თანხმოვნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფშვინვიერი თანხმოვნები – ასპირატები (< ლათ. aspiratio – ქროლა, ნიავი), თანხმოვნები, რომლებიც ხასიათდებიან თავისებური სახმოსიმებისეული ჩქამით – ფშვინვით, ანუ ასპირაციით. ეს ჩქამი წარმოიქმნება ჰაერნაკადის ხახუნით მოდუნებულ და ერთმანეთს მიახლოებულ სახმო სიმებზე. სალიტერატურო ქართული ბგერებიდან ფშვინვიერებია: ხშულთაგან – , , , , , ხოლო ნაპრალოვანთაგან – , , , .

ხშულთა ფშვინვა სმენისათვის შედარებით ადვილად გამოსარჩევია – იგი შენარჩუნებულია სუფთა სახით ბგერის წარმოთქმის ბოლო ფაზაში, როცა მომთავრებულია ამ ბგერის ბაგისმიერი თუ ენისმიერი განხშვის ხმაური. რაც შეეხება ნაპრალოვნებს, მათი ფშვინვა პირის ღრუში წარმოქმნილ ჩქამთან (ფრიკაციასთან) ერთადაა მოცემული და მისგან ძნელი გამოსარჩევია. ამითაც აიხსნება ის, რომ ზოგჯერ ფშვინვიერი თანხმოვნებად მხოლოდ ხშულ ასპირატებს მიიჩნევენ.

ზ. ჯაფარიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები