ჩ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩ – ქართული ანბანის ოცდამეექვსე (ძვ. ქართული ანბანის ოცდამეცხრე) ასო. მისი სახელია „ჩინი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი ფშვინვიერი შიშინა აფრიკატისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴙ,. მისი მოხაზულობა ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ნუსხური ⴙ კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ იხრება, ოთხ ხაზში იწერება, მხედრულში ჩ-ს მომრგვალებული ფორმები აქეს და ზედა სამ ხაზში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ათასს (1000).