ქაიხოსრო ბატონიშვილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქაიხოსრო IV რეგენტი – (გ. 25 ოქტომბერი, 1829), გიორგი V გურიელის ვაჟი. გურიის სამთავროს რეგენტი 1797-1809. მამია გურიელის მცირეწლოვნობაში სამთავროს განაგებდა. ქაიხოსრომ ენერგიული საქმიანობით შეკვეცა ფეოდალთა თვითნებობა და გააძლიერა მთავრის ხელისუფლება. მოიწვია საეკლესიო კრება და აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა. საგარეო ურთიერთობაში ანტითურქულ პოლიტიკას ატარებდა და მხარს უჭერდა გურიის სამთავროს რუსეთთან კავშირს გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების მიხედვით.