ქალაქ ცხინვალის წმინდა გიორგის ეკლესია (ზღუდერი)
ქალაქ ცხინვალის წმინდა გიორგის ეკლესია (ზღუდერი) - XVII საუკუნე - ქალაქის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის თავზე შემორჩენილია ქვის ფილა ექვსსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით: ”ჰოი, ახოვანო მოწამეთა შორის მთავარ მოწამეო წმინდაო გიორგი (მწე და) მფარველ გვექმენ ორთავე შინა ცხოვრებასა მადიდე) ბელსა დედოფალთ დედოფალსა ხელმწიფის დადიანის დასა მარიამს და ნაცვალ გვაგე მადლი დაფარვა შენ მიერი დღესა მას დიდისა გან (კით) ხვისასა, ამინ." აღმოსავლეთი ფასადის წარწერა მოთავსებულია სარკმლიდან მარცხნივ. წარწერა სამსტრიქონიანია: ”წმინდაო, ღვაწლისა მძლეო, მოწამეთა შორის წარჩინებულო წმინდაო (გიორგი) ზღუდრი (სარ მწე და) მფარველ ექმენ ტაძრისა შენისა და ზედა მდგომელსა მიქაელსა)... ძეს იოანეს ცოდვანი მისნი შეუნდვენ, ამინ). მთლიანად შეთეთრებულია, წარწერიან ქვაზე კირია გადასმული. სადა, ეკლესიის ერთადერთ მორთულობას წარმოადგენს ჯვრის რელიეფური გამოსახულება, რომელიც მოთავსებულია დასავლეთ ფასადზე. ეკლესია არ გამოირჩევა ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით. იგი მნიშვნელოვანია თავის ორი წარწერით. დარბაზული ეკლესია დგას ხელოვნურ სუბსტრუქციაზე. იგი მთლიანად შეთეთრებულია, წარწერიან ქვაზე კირია გადასმული. სადა, ეკლესიის ერთადერთ მორთულობას წარმოადგენს ჯვრის რელიეფური გამოსახულება, რომელიც მოთავსებულია დასავლეთ ფასადზე. ეკლესია არ გამოირჩევა ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით. იგი მნიშვნელოვანია თავის ორი წარწერით.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა