ქალი-გველი (გოცი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ქალი-გველი“ – იტალიელი დრამატურგის კარლო გოცის ფიაბა.

1762 წელს კარლო გოციმ თავისი მეხუთე ფიაბა „ქალი-გველი“ დაწერა, რომლის მოქმედების ადგილად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თბილისი, თბილისის შემოგარენი და ზღაპრული უდაბნო შეარჩია. სიუჟეტი უკვდავი ქერესტანისა და თბილისის მეფის, ფარუსკადის სიყვარულის თემაზე ააგო. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, ზღაპარს ტრადიციულად ბედნიერი დასასრული აქვს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი კარლო გოცის დრამატურგიის უკვდავი პერსონაჟები, კომედია დელ'არტეს ნიღბები არიან, რომლებსაც ტრადიციული სამოსი აცვიათ და სპექტაკლს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებენ.



ლაშა ჩხარტიშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები