ქანჩის გასაღები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქანჩის გასაღები – ხელის ინსტრუმენტი ქანჩებისა და ხრახნების ჩახრახნისა და ამოხრახნისათვის. არსებობს მარტივი ერთ- და ორმხრივი, მრგვალი ქანჩების, გასახსნელი, ტორსული (შუბლა), ციბრუტა, დინამომეტრული და სხვ. წარმოებაში, სადაც ხდება ქანჩების მასობრივი მოჭერა იყენებენ ქანჩსახრახნისებს.