ქარის ვარდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქარის ვარდი – (wind rose, wind graph), დიაგრამის ნაირსახეობა, გამოსახავს მოცემულ პუნქტში მოცემულ დროს ქარის რეჟიმის მრავალწლიან მონაცემებს. დიაგრამის სხივები მიმართულია რვა რუმბისკენ (ჩ, ჩა, ა, სა, ს, სდ, დ, ჩდ). ქარების განმეორებადობა შეიძლება გამოისახოს სხივების სიგრძით.