ქარიყლაპიების ოჯახი
ქარიყლაპიების ოჯახი – Esocidae.
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: ქარიყლაპიასნაირნი
ოჯახი: ქარიყლაპიასებრნი
გვარი: ქარიყლაპია
თევზების ოჯახი ქარიყლაპიასნაირთა რიგიდან. სხეული წაგრძელებულია; თავი დიდი და მეტად წინ წამოწეული, გაბრტყელებული დინგი აქეს. პირი ძლიერ დიდია და თავის ნახევარს შეადგენს. ქვედა ყბა წინაა გამოშვერილი და ქალასთან შესახსრებულია თვალის უკანა კიდის დაშორებით. კბილები ყბებშორისზე, სახნისზე, სასის ქვედა ყბებზე, ძვლებზე და ენაზეცაა გაგრძელებული. კბილები ძლიერად აქვს განვითარებული და ქვედა ყბაზე სხვადასხვა სიდიდისაა. ზედა ყბის ძვალს პატარა დამატებითი ძვალი აქვს. ლაყუჩის აპკები ერთმანეთთან შეზრდილი არაა და ლაყუჩთაშორისი მანძილიდან თავისუფალია. ლაყუჩთა ჩხირები ბორცვისნაირია მკერდის ფარფლები სხეულის ქვედა მხარეზეა მოთავსებული, პორიზონტალური მდებარეობისაა და მასში 1-11-16 სხივია. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების უკანაა და მასში 1-11, 7-12 სხივია. ზურგის ფარფლი კენტია და მოთავსებულია უკან ანალური ფარფლის ვერტიკალზე (პირდაპირ) და მასში 10-17 დატოტვილი სხივია. ანალურ ფარფლში 10-16 დატოტვილი სხივია. კუდის ფარფლი ამოკვეთილია და მასში 19 კარგად განვითარებული სხივია. ლაყუჩთა ჩხირების რაოდენობა 11-20-ია. მალების რაოდენობა 56-65. თავი ზემოთ შიშველი ან ქერცლითაა დაფარული; ლოყები და ლაყუჩის სახურავის ძვლები ნაწილობრივ ქერცლითაა დაფარული.
ქერცლი წვრილია, მათი რიცხვი გვერდით ხაზზე 100-ზე მეტია (105-156), გვერდითი ხაზი ახალგაზრდებს ან არა აქვთ ან არასრულია, ზრდასრულებს კი მთლიანი აქვთ. შეიცავს ერთ გვარს.