ქაფპოლივინილქლორიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქაფპოლივინილქლორიდი – თბოსაიზოლაციო ფოროპლასტი, მიღებული პოლივინილქლორიდის კომპოზიციის დაწნეხით ან ექსტრუზიით. გაფორმებული კომპოზიცია ექვემდებარება განმეორებით გაცხელებასა და აქაფებას. საშუალო სიმკვრივე 100 კგ/მ3-მდე; სიკტკიცის ზღვარი ჭიმვისას 0,8-4,5 მპა, კუმშვისას – 0,4-1,5 მპა. ქაფპოლივინილქლორიდის სიხისტე დამოკიდებულია პლასტიფიკატორის რაოდენობაზე. ხისტი ქაფპოლივინილქლორიდი გამოიყენება, როგორც კონსტრუქციული, ბგერა- და თბოსაიზოლაციო მასალა მშენებლობაში, აგრეთვე მცურავი საშუალებების (ტივი, სამაშველო ჟილეტი და სხვ.) დასამზადებლად; მოქნილი – ამორტიზატორების, ბგერასაიზოლაციო სადებების, ვიბრაციული მოწყობილობებისა და სხვ. წარმოებაში.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები