ქესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნადირობის სცენა.
რელიეფი ალაჩა ჰუიუკიდან (ხეთა).

ქესი(ხეთ.) ოდესღაც ვრცელი მითოლოგიური ეპოსის პერსონაჟი. მონადირე ქესიმ ცოლად ლამაზი ქალი, სახელად სანთალიმენი, მოიყვანა. მისმა სილამაზემ და სიყვარულმა ისე დაატყვევა ქესი, რომ მან სრულიად დაივიწყა ღმერთები, აღარ სწირავდა მათ პურსა და რიტუალურ სასმელებს და, რაც მთავარია, სანადიროდ სიარულიც შეწყვიტა. შვილის ცხოვრების წესის შეცვლით შეწუხებული დედა საყვედურობდა შვილს, აღარც ღმერთები გახსოვს, აღარც ნადირობა და აღარც მეო. ბოლოს, ქესი გონს მოეგო, დაუძახა თავის ძაღლს და ნათარას მთებში სანადიროდ გასწია. მაგრამ მისგან მოძულებულმა და განრისხებულმა ღმერთებმა სანადიროში ყველა გარეული ცხოველი გააუჩინარეს, საფარველი დაადეს მათ.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები