ქორალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქორალი – გვიანდ. ლათ. . (cantus) choralis – საგუნდო (საგალობელი)],
1. ტრადიციული (კანონიზებული) ცალხმიანი საგალობელი, რომელიც სრულდება დასავლეთ-ქრისტიანულ ეკლესიაში და წარმოადგენს ღვთისმსახურების ნაწილს. რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში ჩამოყალიბებულ ქორალს ეწოდება გრიგოლისეული ქორალი, გერმანულ-რეფორმატორულ ეკლესიაში – პროტესტანტული ქორალი, ქორალის სხვადასხვა დამუშავებები (Cantus firmus-ი, მესა, მოტეტი, და სხვა) იქცა იმ თემატურ და კონსტრუქციულ საფუძვლად, რომელზედაც აღმოცენდა პროფესიული მუსიკალური ხელოვნების ნაწარმოებები კლასიციზმისა და მის წინა ეპოქაში.
2. ქორალური საგალობლის მრავალხმიანი (საგუნდო) დამუშავება, რომელსაც აკორდულ-ჰარმონიული წყობა აქვს. ხშირად წარმოადგენს ჩართულ ნაწილს (ნომერს) ორატორიებში, კანტატებში, ვნებებში (პასიონებში).