ქრომატული აბერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრომატული აბერაცია

ქრომატული აბერაცია – ოპტიკური სისტემების (ობიექტივის მიერ შექმნილი (ლინზის) უხარისხო გამოსახულება იმაში მდგომარეობს, რომ ობიექტივში გამავალი თეთრი სინათლის სხივები გარდატეხისას დაიშლებიან მთელ რიგ ელემენტარულ ფერად კონებად (სპექტრად) და ყოველი ფერის სხივები გარდატეხის შედეგად წარმოქმნიან საკუთარ ფოკუსს. ობიექტივის (ლინზის) გარდატეხის უნარი სხვადასხვა ფერის სხივების მიმართ არათანაბარია. ძლიერად გარდაიტეხებიან იისფერი სხივები, ნაკლებად წითელი.

ქრომატული აბერაციის შედეგად იქმნება ერთი ობიექტის რამდენიმე ფერადი გამოსახულება სპექტრული კონების თანამიმდევრობით: იისფერიდან წითელ ზოლამდე. ქრომატული აბერაციის გასწორება ხდება დადებითი და უარყოფითი ლინზების შეერთებით, რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა ხარისხის მინისაგან, და თუ ამის შემდეგ ობიექტივში ორი სხვადასხვა ფერის სხივის ფოკუსები დაემთხვევა, ობიექტივს აქრომატულად გასწორებული ეწოდება ანუ აქრომატი. თუ კი შესაძლებელია სამი ფერის სხივის ფოკუსების გაერთიანება ერთ ფოკუსში, მაშინ ობიექტივი აპოქრომატულად გასწორებული იქნება ანუ აპოქრომატი. აქრომატულ ლინზას ხშირად „ლანდშაფტურ“ ლინზას უწოდებენ, რადგან ადრე მას იყენებდნენ როგორც ობიექტივს იაფფასიან ფოტოაპარატებში ხედითი (ლანდშაფტის) სურათების გადასაღებად.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები