ქსოისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქსოისი – ეგვიპტის მეექვსე ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. მდებარეობდა დელტის ცენტრში, ნილოსის სებენიტურ ტოტთან, თანამედროვე სახას სიახლოვეს. ქალაქის ნიშნის მიხედვით, უძველეს დროში ეთაყვანებოდნენ უდაბნოს ხარს (ეგვ. სახელი „ხასუ“). მისი სახელი ქალაქსაც დაერქვა. ცნობილია, როგორც ბუნდოვანი XIV დინასტიის რეზიდენციის ქალაქი, თუმცა ზოგადად აქ მოძიებული არქეოლოგიური მასალა ძალიან მწირია.