ქუჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქუჯი – ეგრისის ერისთავი, ფარნავაზის თანამებრძოლი. „ქართლის ცხოვრების“ გადმოცემით, იყო მოხერხებული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. მისი რჩევით მოხდა მრავალრიცხოვანი ლაშქრის დაქირავება და აზოს წინააღმდეგ ერთიანი ძალით გამოსვლა. საომარ სამზადისს წინ უძღოდა ქუჯის მიერ ფარნავაზის პირველობის აღიარება ღა მორჩილების აღთქმა. „ქართლის ცხოვრებაში“ დაცულია მისი სიტყვები: „შენ გმართებ უფლება ჩემი… უკეთუ მოგუეცეს ძლევა. შენ ხარ უფალი ჩვენი და მე მონა შენი“.
ფარნავაზისა და ქუჯის კავშირს შედეგად მოჰყვა დამპყრობელთა განდევნა და დამოუკიდებლობის მოპოვება. ფარნავაზის რეფორმებით ქუჯის დაუმტკიცდა ეგრისის ერისთავობა. ურთიერთობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად აგრეთვე ისიც, რომ ფარნავაზმა მას თავისი და მისცა ცოლად. ქუჯის მიეწერება ქალაქ ციხე-გოჯის დაარსება.