ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილიაღკვეთილი ტაბაწყურის ტბის მიდამოებსა და მდინარე ქციის ზემო წელში. დაარსდა 1995 წელს. აქ გავრცელებული ფრინველების: შავი და თეთრი ყარყატის, რუხი წეროს, ღალღასა და თეთრფრთიანი გარიელას და მათი საარსებო გარემოს – უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიების, აგრეთვე მაღალმთის ეკოსისტემების დაცვის მიზნით.

გავრცელებულია მდელოსა და მთის სტეპის, აგრეთვე ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი მცენარეები. მაღალმთიან ზოლში გვხვდება დეკიანები (Rhododendron caucasicum) და აღმოსავლეთის მუხის ტყის ფრაგმენტები. მაღალმთიან სარტყელში გავრცელებული სუბალპური ტანბრეცილი ტყე (აღმოსავლეთის მუხა, წიფელი, ვერხვი), რომელიც ფრაგმენტებადაა შემორჩენილი, როგორც ფიქრობენ, საქართველოს სამხრეთ მთიანეთში წარსულში ფართოდ გავრცელებული ტყეების ნაშთი უნდა იყოს. ფოთოლმცვივანი ბუჩქნარებიდან აქ გვხდება წითელი მოცვი, რომელიც უჩვეულოდ დიდ ფართობებზეა გადაჭიმული, ხშირად დეკიანებთან. ამ სახეობების ასე უჩვეულო გავრცელების გამო, აღკვეთილს განსაკუთრებული კონსერვაციული ღირებულება აქვს. მეორე მხრივ, აქ მრავლადაა გადამფრენი ფრინველები. ფრინველთა დაცვის საერთაშორისო ასოციაციამ (BirdLife International) ტაბაწყურის ტბას მიანიჭა ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილის (IBA) საერთაშორისო სტატუსი.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები