ღვარცოფსაცავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღვარცოფსაცავი – ღვარცოფშემაკავებელი კაშხლის ზედა ბიეფთან ღვარცოფულ აუზში განლაგებული ხეობის უბანი, სადაც კონცენტრირდება ღვარცოფული გამონატანის მყარი მასალა. ღვარცოფსაცავის ტევადობის შენარჩუნების მიზნით საჭიროა მისი პერიოდული გაწმენდა; ამ ტევადობის გაზრდისათვის, ღვარცოფსაცავის ადგილას ზოგჯერ თხრიან ქვაბულს. ზოგიერთ გვალვიან რაიონში ღვარცოფსაცავს იყენებენ წყალსაცავის დანიშნულებით, მათი ფუნქციების კომბინირებით.