ღინჯა ხულელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღინჯა ხულელი – ხლახური მთქმელი ტრადიციული მოხეური ლექსების საუკეთესო მცოდნე და ფანდურზე შემსრულებელი. ცხოვრობდა მე-19 საუკუნეში ხევში და თავის თანამემამულეთა შორის ცნობილი იყო როგორც გონებაგამჭრიახი, ნიჭიერი მელექსე, რომელთანაც ალექსანდრე ყაზბეგს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. კერძოდ, მას ღინჯა ხულელისგან ჩაუწერია საგმირო ლექსები, მათ რიცხვში ერეკლეს გლოვის ლექსი „აღსდეგ გმირთგმირო“, ა. ყაზბეგს ღინჯა „ელგუჯას“ პერსონაჟად ჰყავს გამოყვანილი. აქ იგი ფანდურზე დამღერის:

შე დაჭირების კულაო,
მოდი, დაგვეხსენ სულაო...

გ. შეთეკაური



ლიტერატურა

  • ალ. ყაზბეგი, თხზ., ტ. I, თბ., 1948, გვ. 137;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956, გვ. 160-162.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები