ღოღობერიძე ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ ღოღობერიძე

ღოღობერიძე ნიკოლოზ, (ნიკო) – (1839-1911), მწიგნობარი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა წარმომადგენელი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამაარსებელთაგანი.

თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1857) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში (1857-61). ისტორიას, გეოგრაფიასა და ლათინურს ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. იყო „კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების“ სკოლების ინსპექტორი (1864-68). მსახურობდა ქუთაისში მომრიგებელ მოსამართლედ, ქალაქის ოლქის სამმართველოს წევრად (1868-79), ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორად (1884 წლამდე). მონაწილეობდა შავი ქვის წარმოების საქმეშიც. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული წიგნის გამოცემაში, ქართული შრიფტის, ე. წ. „ვენის ასოს“ შექმნაში. 1864 წ. ს. მელიქიშვილთან ერთად გახსნა სტამბა, რომელშიც, წიგნებს გარდა, იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ-გაზეთებიც. იყო „საქართველოს მოამბის“, „დროების“, ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი, ჟურნალ „მოამბის“ დამაარსებელი.



ლიტერატურა

  • ზ. ჭიჭინაძე, ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე და ქართული სტამბა 1627-1913, 1914.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები