ყაუზადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაუზად-ი (ოს. Хъæузæд – „სოფლის ანგელოზი“) — სოფლის მფარველი ანგელოზი, რომლის სახელზე წელიწადში ერთხელ მთელი სოფელი საერთო ხარჯებით ქუვდს აწყობდა; სწირავდნენ ცხვრებს და მფარველობას შესთხოვდნენ. ის ოჯახები, რომლებსაც წლის განმავლობაში ვაჟები შეეძინათ, ნააღდგომევს აუცილებლად ილოცებდნენ ყაუზადის სახელზე: „ო, ღმერთო, დიდება შენდა! ამ სოფლის ანგელოზი შენს მიერ არის შექმნილი, ამიტომ შენი და მისი წყალობა ნუ მოგვაკლდება ჩვენ. ო, ყაუზად! ეს მსხვერპლშეწირვა სარგებლიანი ჰყოს შენთვის; ამ წელიწადს ისე გაამრავლე ჩვენი ვაჟების რიცხვი, რომ შენი სამლოცველო ბიჭებით იყოს სავსე“ (საინტერესოა, რომ სოფ. ნოგყაუს მფარველი ანგელოზი ციცაბო მთის ფერდობზე მდებარე „წმინდა ბუჩქი“ იყო. ადგილობრივთა რწმენით, იგი სოფელს ზვავისგან იცავდა).


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები