ყველის ბუზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყველის ბუზი

ყველის ბუზი – (Piophila casei; ბერძნ. pion ცხიმიანი + philos მოყვარული და ლათ. caseus ყველი) – ბუზების გვარი; მიეკუთვნება Piophilidae-ს ოჯახს, Diptera-ს რაზმს. მცირე ზომის (სხეულის სიგრძე 4-5 მმ), მბრწყინავი შავი ფერის მწერები. მუდმივად ბინადრობენ პროდუქტების საწყობებში, ბიოსაბოლველ ქარხნებსა და თევზის სარეწებში. ისინი კვერცხებს დებენ ახალ, დამარილებულ ან შებოლილ თევზზე, ხიზილალაზე, ყველზე, შაშხსა და ქონზე. კვერცხებიდან ლარვები იჩეკებიან და ვითარდებიან. მესამე სტადიის ლარვები ხტომით (მხტომელები) გადაადგილდებიან. ლარვებს შეუძლიათ მძიმე ფორმით მიმდინარე ცხოველებისა და ადამიანის ნაწლავური მიაზების გამოწვევა.





წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები