ყიზლარ-მოზდოკური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყიზლარ-მოზდოკური დიალექტი – იმ ქართველთა მეტყველება, რომლებიც სახლობდნენ ჩრდილოეთ კავკასიურ ქალაქებში – ყიზლარსა და მოზდოკში, აგრეთვე ყოფილი ყიზლარის ოლქის სოფლებში – სასოფლოსა და სარაფანში (მოგვიანებით სასოფლო – ალექსანდრონევსკაია, სარაფანი – შელკოვსკაია). 1949 მონაცემებით, სასოფლოში ცხოვრობდა 67 ქართულენოვანი კომლი, ხოლო სარაფანში – 45. ამ პერიოდისათვის ქართული ოჯახები ჩრდილო კავკასიის დასახლებებში სხვაც იყო, ოღონდ ისინი გაფანტული იყვნენ და მათი რაოდენობის დადგენა არ ხერხდებოდა.

პირველი ახალშენი ყიზლარში დააარსა 1724 რუსეთს მიმავალი ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ამალის ერთმა ნაწილმა. მოსახლეობის რაოდენობა აქ შემდეგ იზრდებოდა, რასაც ხელს უწყობდა საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ქალაქებს შორის ვაჭრობის განვითარება და საქართველოსა და რუსეთს შორის მიმოსვლა ყიზლარ-ასტრახანის გზით. აქ სახლდებოდნენ ქართლის სამეფო ოჯახის წევრები და გლეხობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (ქართლი, კახეთი, ხევი, რაჭა და იმერეთი).

ჩრდილოეთ კავკასიის ქართველი მოსახლეობა სადღეისოდ მთლიანად გარუსებულია. ასე რომ, ყიზლარ-მოზდოკური დიალექტი როგორც დიალექტური ერთგული, აღარ არსებობს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, იგი დამოუკიდებელ დიალექტურ ერთეულს არც ადრე წარმოადგენდა, ენობრივი ნიშნებით ქართლურს მისდევდა, ოღონდ განიცდიდა რუსულის ძლიერ გავლენას, განსაკუთრებით ლექსიკასა და, ნაწილობრივ, გრამატიკულ წყობაშიც.

გ· ცოცანიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები