ყიფიანი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ყიფიანი

ყიფიანი მიხეილ – (ფსევდონიმი „სფირიდონ ჩიტორელიძე“), (1833-1891), პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჯგუფის მოღვაწე.

სწავლობდა თბილისის სამიჯნაო სასწავლებელში, სადაც დარჩა მასწავლებლად. მსახურობდა სამიჯნაო კომისიაში, აგრეთვე საკვირაო სკოლაში. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1862-63 წწ. ენერგიულად ეხმარებოდა ილიას „საქართველოს მოამბის“ გამოცემაში, მონაწილეობდა „დროების“ დაარსებაში. მან შექმნა „ვენურის“ სახელით ცნობილი ქართული შრიფტი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი. ამ საზოგადოებას შესწირა ქართულ ხელნაწერთა ძვირფასი კოლექცია. 1880 წ. არჩეულ იქნა ქართული დრამატული საზოგადოების პირველი გამგეობის წევრად. მ. ყიფიანმა კავკავში დააარსა ქართული სკოლა. მის ნაწერებში მოცემულია თერგდალეულების ესთეტიკურ-ლიტერატურულ შეხედულებათა საფუძვლების დახასიათება.

თარგმანები

თარგმნილი აქვს მ. ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“, შექსპირის „იულიუს ცეზარი“ (1867).



ლიტერატურა

  • მ. კეკელიძე, მიხეილ ყიფიანი, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული, 1, 1953;
  • ჯ. ჭუმბურიძე, ქართული კრიტიკის ისტორია, I, 1974.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები