ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი - დაბრძანებულია ზუგდიდის დადიანების სასახლის მუზეუმში. იგი აქ ხობის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან გადმოაბრძანეს მეოცე საუკუნის 90-იან წლებში.

თუ როდის და როგორ მოხვდა საქართველოში ეს კვართი, დასაზუსტებელია, შესაძლოა იგი ან ხატმებრძოლობას გამოარიდეს მეცხრე საუკუნეში ან კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ჩამოაბრძანეს.

გადმოცემით ეს კვართი ემოსა ღვთისმშობელს იესო ქრისტეს შობის ღამეს. უამრავი ნივთიერი და მეცნიერული მტკიცებაა იმის შესახებ, რომ ეს ნამდვილად ღვთისმშობლის კვართია. ყველაზე მთავარი კი, ჩვენი აზრით, ის არის, რომ 1990 წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე როცა კვართი გაშლილი იყო მთელი მრევლის დასანახად, მასზე გამოიხატა უფლის ხელთუქმნელი ხატი (ეს ხატი დაფიქსირებულია ვიდეო კამერით).



წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები