ყურშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყურშა – ძველად მონადირე ხალხს სწამდა, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ორბის ბუდეში სხვა ბარტყთა შორის ერთი ლეკვი გამოიჩეკება ხოლმე ორბის კვერცხისაგან. ყურშა ორბის ლეკვი ყოფილა. ლეკვს ბეჭებზე ორბის ფრთები ჰქონია და თურმე არაჩვეულებრივი მონადირე ძაღლი ყოფილა: ორ ნახტომზე ჯიხვს ეწეოდა, მესამე გადახტომას სათაკილოდ სთვლიდა; მისი ყეფა ცის გრგვინვას ჰგავდა. ყურ-ტუჩი ოქროსი ჰქონდა, თვალები კი მთვარისდენი. ყოველი მონადირე ნატრობდა ყურშას პოვნას, რადგან ნადირობაში იღბლიანი იყო. მაგრამ დედა ორბი ამ ლეკვს გამოჩეკისთანავე აიყვანდა ხოლმე ძლიერ მაღლა და მიწაზე დაახეთქებდა, რომ ადამიანს არ ჩაეგდო ხელში და არ გაეზარდა.

ყოველწლიურად, გაზაფხულზე, საგანგებო ფერხულს ჩააბამდნენ ხოლმე ქალები და ვაჟები და ცეკვითა და სიმღერით შესთხოვდნენ გაზაფხულის ღვთაებას, რათა ორბს გამოეჩეკა ამგვარი ლეკვი, არ დაეღუპა და მათთვის ეჩუქებინა.

ქალსა ვისმე ერქვა შროშანაო, ხუთსა
თითსა ეცვა ბეჭედიო,
ბეჭდის თავსა მოლი მოსულაო, მოლის
თავსა ნაძვი ასულაო,
ნაძვის თავსა ორბს ბუდე ჰქონდაო, ბუდე იყო აბრეშუმისაო,
კვერცხი ჰქონდა იაგუნდისაო, ლეკვი ჩეკა მარგალიტისაო.
ნაძვისა ხის ქვეშ ლომი იდგაო,
იგი ლომი ლეკვს ექეზებოდა,
ექეზებოდა, ეზერებოდა... ღმერთო, ერთი
ჩემთვის გაზარდე,
გაზარდე და კარგად მიმყოფეო, სანადიროდ გზა გაუწალდე,
ინადიროს, მოკლას ირემიო...


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები