შაბათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შაბათი - (ებრ. განსვენება), შვიდეულის ბოლო დღე, რომელიც დადგენილი იყო რელიგიური მიზნით. შაბათის დაცვას, მის შენახვას დიდი ადგილი ეთმობოდა მოსეს კანონში. ბიბლიაში ის უკავშირდება შვიდეულის საღვთო რიგს, რომელიც მთავრდება დასვენების დღით, დღესასწაულით და თავშეყრით.

შაბათის დაწესება, „მეორე სჯულთას“ თანახმად, ემსახურებოდა ერთ მიზანს - მონებს ეძლეოდათ სულის მოთქმის საშუალება. სამღვდელო კანონმდებლობა კი სულ სხვა აზრს დებს მასში, კერძოდ: ადამიანი თავისი შრომითა და საქმიანობით ბაძავს ღვთის მოღვაწეობას; როგორც მან (უფალმა) შეისვენა შესაქმის მეშვიდე დღეს, ადამიანმაც ასევე უნდა შეისვენოს. ამ დღეს ზრუნვა ამაო საყოფაცხოვრებო საქმეებზე მიუღებელია. იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ კვირის პირველ დღედ იქცა იესოს აღდგომის დღე. ამ დღეზე ინაცვლებს ის, რასაც იუდეველები, ჩვეულებრივ, შაბათს უკავშირებდნენ, ამიტომ დღეს ღვთისადმი მიძღვნილ დღედ კვირა - „სულიერი შაბათი“ ითვლება, როცა ქრისტეს აღდგომას, რომლითაც კაცობრიობის ხსნისთვის მისი ღვაწლი დასრულდა, ვდღესასწაულობთ.



წყარო

საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები