შავეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შავეთი – ფშავ.-ხევს. საიქიო, მიცვალებულთა მარადიული სამყოფელი, შუაზე ხევი ჩამოუდის და შიგ ცეცხლმოდებული კუპრის მდინარე მიედინება. ზედ ბეწვის ხიდია, საიდანაც ცოდვილნი კუპრის ცეცხლში ცვივდებიან, უცოდველნი კი უვნებლად გადიან.
- რა იცის წუთისოფელმა,
- შავეთს რა სამართალია?
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
- ს. მაკალათია, ფშავი, 1934, გვ. 157;
- მ. ჩიქოვანი, ქართ, ხალხ. სიტყვ. ისტორია, 1956, გვე. 285;
- ქართული ხალხური პოეზია, I-II, 1972-73.