შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია − (ინგლ. Black Sea Economic Cooperation, აკრონიმი BSEC – ბისეკი), 25.VI.1992 სტამბოლში 11 სახელმწიფოს: ალბანეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის,ბულგარეთის, მოლდავეთის, რუსეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის მთავრობათა მეთაურებმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის დეკლარაციას. შავი ზღვის რეგიონი ადრეც იყო ცნობილი მჭიდრო და განვითარებული სავაჭრო ურთიერთობებით. აღსანიშნავია ცნობილი აბრეშუმის გზა, რომელმაც დააკავშირა ორი კონტინენტის – ევროპისა და აზიის – ქვეყნები. ამ სახელმწიფოთა მჭიდრო კულტურულ თუ სავაჭრო ურთიერთობებს ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა საფუძველი.

ბისეკი რეგიონული თანამშრომლობის ახალი მოდელია. ბისეკის წევრი ქვეყნები მოიცავენ რეგიონს, სადაც 350 მილიონი მოსახლეა. ბისეკი ემყარება ჰელსინკის დასკვნით აქტს 1975, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დოკუმენტებს, კერძოდ კი ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის (1994) დებულებებს, ასევე ისეთ ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორიცაა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფლება, სოციალური სამართლიანობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, წევრ-სახელმწიფოთა უსაფრთხოება და სხვა. ბისეკის ძირითადი მიზანია შეიქმნას ევროპის ერთიანი ეკონომიკური ზონა და რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ბისეკის სტრუქტურა ითვალისწინებს თანამშრომლობას წვერ-სახელმწიფოთა მთავრობებსა და პარლამენტებს შორის, ფინანსურ წრეებსა და ბიზნესმენებს შორის.

ბისეკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა საერთაშორისო მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნა, რომლის შტაბ-ბინა სტამბოლშია. საბჭოს თავმჯდომარე თავის მოვალეობებს 1994 წლის 10 მარტიდან ასრულებს. 1993 ბისეკის ქვეყნების პარლამენტარებმა შექმნეს ბისეკის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC), რომელიც ერთგვარ საკანონმდებლო ბაზას წარმოადგენს ბისეკის ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური თანამშრომლობისათვის. ბისეკში თანამშრომლობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ქვეყანას ან ქვეყანათა ჯგუფს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებს. ავსტრია, ეგვიპტე, ისრაელი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი და ტუნისი ბისეკში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები