შავი ზღვის სკორპენა
შავი ზღვის ჩოჩია (სკორპენა) – Scorpaena porcus Linne
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკორპენისნაირნი
ოჯახი: სკორპენისებრნი
გვარი: სკორპანების გვარი
სახეობა:შავი ზღვის სკორპენა
თევზის სახეობა სკორპანების გვარისა. ხეული საკმაოდ მაღალია. ზურგის ორი ფარფლი აქვს; აქედან. პირველიში 12 ეკლიანი სხივია, მეორეში 9 დატოტვილი სხივი. მათ ფუძეებთან შხამიანი ჯირკვლები მოეპოვებათ. ანალურ ფარფლში 5 დატოტვილი და სამი ქიცვიანი სხივია. თავი დიდია და ქერცლს მოკლებული; მას დამახასიათებელი ჩაზნექილი შუბლი და მთელი რიგი წვეტიანი ქიცვები აქვს. თავზე მრავალი კანოვანი დანამატია მოთავსებული. მკერდის ფარფლები დიდია, მომრგვალო ფორმისა და ქვედა კიდეზე გამსხვილებული სხივი აქვს. მისი მდებარეობა ვერტიკალურია.
გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის აუზში, ატლანტის ოკეანეში და შავ ზღვაში.
ჩოჩია ტიპიური ზღვის მკვიდრია და ფსკერულ ცხოვრებას ეწევა. ის გვხვდება სანაპირო ზოლის მაგარ ფსკერზე. ნაკლებად მოძრავია, ადგილსამყოფლად უფრო მყუდრო ადგილებს ირჩევს და 40 მეტრის სიღრმის ქვევით არ შედის. კარგად აქვს განვითარებული შენიღბვის უნარი, რაც შეეხამება გარემო პირობების შეფერილობას.