შავი მრგვალი ღორჯო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავი მრგვალი ღორჯო – Neogobius melanostomus Pallas 1811


ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ღორჯოსებრნი

თევზის სახეობა ღორჯოების ოჯახისა. თხემი, კეფა, მთელი ზურგი, ყელი (მთლიანად ან საგრძნობი ნაწილი), მუცელი, მკერდის ფარფლების ღეროები და ლაყუჩების სახურავის 1/4 ქერცლითაა დაფარული. ენა წინ მოკვეთილი ან ოდნავ ამოკვეთილია. ზედა ტუჩი პირის კუთხეებში გაფართოებული არაა. ქვედა ყბა წინ წამოწეული (გამოშვერილი) არ არის. ზოგჯერ, გამონაკლისის სახით, თვალის ქვედა გენოფორების გარდიგარდმო რიგები 7-ია (და არა 6). სხეულის მთლიან სიგრძეში თავის სიგრძე 4 1/5-4 1/2-ჯერ თავსდება. თავის სიგანე მის სიმაღლეს უდრის ან მეტია. შუბლის სიგანე თვალის დიამეტრის თანაბარია ან მასზე მეტი. პატარებში თვალის დიამეტრზე ნაკლებია. ზურგის მეორე ფარფლის სიმაღლე მთელ სიგრძეზე თანაბარია. მუცლის ფარფლები ანალურ ხვრელს სწვდება ან თითქმის უახლოვდება და სხეულის მთლიან სიგრძეში დაახლოებით 6-ჯერ თავსდება. სქესმომწიფებულ მამლებს კენტი ფარფლები ძლიერ მაღალი აქვთ.

სხეული მურა რუხი ან ღია რუხია, გვერდებზე დიდი მურა ლაქებია. სქესობრივად მომწიფებული მამლები სრულიად შავია. თავი სხეულზე უფრო მუქია. ფარფლები რუხი მუქია. ზურგის პირველი ფარფლის ბოლოზე, ჩვეულებრივ, დიდი მოგრძო შავი ლაქაა. სიგრძით 215-250 მმ-მდე აღწევენ.

გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებში. შედიან მდინარეებში: დნესტრში, დნეპრში, აზოვის ზღვაში, დონში, დონეცში, ასევე გვხვდება დასავლეთ ამიერკავკასიის მდინარეებში ჭოროხამდის, სინოპში, შავი ზღვის დასავლეთ ნაპირებში, მარმარილოს ზღვაში, კასპიის ზღვის აუზში შეცვლილია ქვესახეობით.

შავი მრგვალი ღორჯო მომლაშო წყლის ფსკერული, ნაკლებად მოძრავი მობინადრე თევზებია. გუნდები ხშირად ან მამლებისაგან, ან დედლებისაგან შედგება. ახალაზრდების – განსაკუთრებით მათი გაურავების დროს, როცა წყლის ტემპერატურა 6°-ზე დაბლაა, – აქტივობა ძლიერ ეცემა. მრგვალი შავი ღორჯო ზამთარში – 1° ტემპერატურასაც იტანს.

ტოფობა მარტის ბოლოდან აგვისტომდე გრძელდება.

ეს სახეობა აზოვის ზღვის აუზში შეცვლილია მისი ქვესახეობით.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები