ღამბაშიძე შალვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შალვა ღამბაშიძე-დან)
ღამბაშიძე შალვა ქსენოფონტეს ძე (დ. - 1.VIII.1899, ზესტაფონი - გ. - 18.V.1955, თბილისი) - მსახიობი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თეატრალური განათლება მიიღო ჯაბადარის სტუდიაში, თბილისში (1918-1920). 1920 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, 1921-1928 წლებში რუსთაველის თეატრის, 1928-1955 წლებში კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 1937-1947 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
სცენური სახეები
სცენური სახეებიდან აღსანიშნავია:
- ესტევანი (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“);
- კაკუტა;
- მეწისქვილე (კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“);
- მოძღვარი (ა. ყაზბეგის „მოძღვრის“ მიხედვით);
- დე სილვა (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“);
- ოტელო (შექსპირის „ოტელო“);
- ბოროდინი (აფინოგენოვის „შიში“);
- არჩილი („ჩატეხილი ხიდი“ ი. ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით);
- სოლომონი (ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღა-ნუაშვილი“, ინსცენირება) და სხვ.
კინო როლები
ღამბაშიძემ არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმნა კინოში:
- ბეკინა სამანიშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1927);
- დავითი („დარიკო“, 1936);
- ანდუყაფარი („გიორგი სააკაძე“, 1942);
- გრამიტონი („ჭირვეული მეზობლები“, 1945);
- თავადი ელიზბარი („დავით გურამიშვილი”, 1946);
- მაკარი („ქეთო და კოტე”, 1948) და სხვ.
დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
- მერაბ გეგია
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
- ე. ქარელიშვილი, გადამწვარი გული, თბ., 1961;
- შ. ღამბაშიძე, კრ., თბ., 1973;
- დ. ჯანელიძე, შალვა ღამბაშიძე, წგნ.: სახიობა, თბ., 1958.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი