შალიკაშვილების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შალიკაშვილების ეკლესია ღვთისმშობლის ეკლესია, მდებაროებს შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე სოფელ კოშკების განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალი მთის ფერდობზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.

სამხრეთ ფასადის გეგმა

1920 წლის მიწისძვრას ეკლესია თითქმის მთლიანად დაუნგრევია. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეგვტერი, კარიბჭე და სამრეკლო (არ შემორჩენილა) 1708 წელს აუშენებია ედიშერ შალიკაშვილს.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია ( 12,8 X7,6 მ), შიდა კედლები ნაგებია მცირედ დამუშავებული ქვით, ფასადები შემოსილია სხვადასხვა ზომის თლილი ქვით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით ჰქონია. აღმოსავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით თითო სარკმელია, სამხრეთით - ორი. დარბაზი გადახურული იყო საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით. აფსიდში ორი ნიშია. შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის ფრაგმენტები და ამავე პერიოდის აგურის კანკელი, რომელსაც შუაში თაღოვანი კარი ჰქონდა.

ეკლესიაზე სამხრეთით მიშენებულია ეგვტერი. ეგვტერი დარბაზულია (7,4X4,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ლავგარდანი და კონსტრუქციის ნაწილები თლილი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა საბჯენ თაღს. სარკმლები ფასადების მხრიდან მცირედ დეკორირებულია. ეგვტერს დასავლეთიდან მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული, სფერული კამარით გადახურული კარიბჭე, რომელიც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გახსნილია თაღებით. კარიჭე ჩრდილოეთით დაკავშირებულია ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან. კარიბჭის ოთხივე კუთხის საყრდენები თლილი ქვისაა. მათი კაპიტელები და ბაზისები მორთულია.

ბიბლიოგრაფია

  1. ზაქარაია პ. სკრის ხეობის რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი //საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე.XX-B.-1959.-გვ.201-232.
  2. X საუკუნის ძეგლის, სოფელ კოშკების ღვთისმშობლის სახელობის მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესიის არქიტექტურული დეტალები, რელიეფური გაფორმება, კედლის მხატვრობა, წარწერები და აგების თარიღი.
  3. კოშკები //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.76-78.
  4. სოფ. კოშკებში შემორჩენილი ძეგლების (ეკლესია "საწყალი", XVII საუკუნის ზურგიანი კოშკი, "ტყუპის "ეკლესია, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, შალიკაშვილების (ღვთისმშობლის სახელობის )ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის გეგმები და განაკვეთები.
  5. კოშკები. ღვთისმშობლის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველო (V-X სს).-თბ.,1980.-გვ.200-201. რეზ.რუს.ენაზე.
  6. სკრის ხეობაში მდებარე სოფ. კოშკების დარბაზული ეკლესიის წარწერის (X ს. II ნახ.-ხელოსან ლომის წარწერა) ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.71, სურ.1-4).
  7. ქართლი //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.121-122.
  8. სოფ.კოშკების შალიკაშვილების ერთნავიანი ეკლესიისა და X-XI საუკუნეების მინაშენის არწერილობა. ტექსტს ერთვის ფოტომასალა (სურ.101; ტაბ.143).
  9. Шмерлинг Р. Малые формы в архитектуре средневековой Грузии.-Тб.,1962.-С.261-262 с табл. и илл.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები