შამაიების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შამაიების გვარი – Chalcalburnus Berg 1932
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
თევზებიის გვარი კობრისებრთა ოჯახიდან. ქვედა ყბა წინ წამოშვერილია. ლაყუჩთა აპკები თვალის უკანა კიდის ვერტიკალის უკან არიან მიმაგრებული, ხახის კბილები ორმწკრივია, ოდნავ დაკბილული ან არა, ჩვეულებრივ, 2,5-5,2, ზოგჯერ 2,5-4,2, 1,5-5,2 და სხვ.
რამდენიმე სახეა გავრცელებული შავი, კასპიისა და არალის ზღვის აუზებში, ვანის ტბაში, ტიგროსისა და ევფრატის აუზებში და სამხრეთ ირანში.
საქართველოს ფარგლებში მოიპოვება: შამაიას სახე (ანუ კასპიის შამაია) და ბათუმის შამაია, რომელიც ქვესახეა. პირველი მათგანი, კასპიის შამაია, გამსვლელი თევზია, ბათუმის შამაია მდინარის მკვიდრი მობინადრეა.