შემოდგომის ნათესების ხვატარი
შემოდგომის ნათესების ხვატარი - მწერი, ხვატრისებრთა ოჯახიდან. ფართოდაა გავრცელებული საქართველოს ტენიან ადგილებში. ზიანის მომტანია მატლი, რომელიც ახალ ამოსულ მცენარეებს ნიადაგის ზედაპირთან ახლოს უღრღნის ღეროსა და ფესვის ყელს. დაზიანებული მცენარე დანით გადაჭრილს მოგვაგონებს და ადვილად იღუპება. ერთ კვადრატულ მეტრზე 30 მატლის არსებობის შემთხვევაში ნაკვეთი მთლინად ტიტვლდება. მავნებელს აქვს სამი გენერაცია. პირველი თაობის პეპლების ფრენა აპრილის ბოლოს-მაისში მიმდინარეობს, მეორე თაობის-ივნისის ბოლოს-ივლისში, მესამე თაობის კიაგვისტოს ბოლოს-სექტემბერში.
ბუნებრივი მტრებია: ტაქინები, ტრიქოგრამა.
ბრძოლის ღონისძიებები
სარეველების განადგურება, ნიადაგის ხშირი დამუშავება, პეპლების შეგროვება მადუღარ ბადაგზე და განადგურება. ეფექტურია კვერცხის პარაზიტი ტრიქოგრამას გამოყენება 1ჰა-ზე 10 000 ცალი.
წყარო
ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა