შემოთავაზებული ვითარებანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შემოთავაზებული ვითარებანი – საგანგებო გამოთქმა, რომელიც შემოიღო კ. სტანისლავსკიმ თეატრალურ პედაგოგიკასა, რეჟისუასა და მსახიობის მუშაობაში.

„შემოთავაზებული ვითარებანი“ ნიშნავს მსახიობის ჭეშმარიტ, ნაყოფიერ და მიზანშეწონილ მოქმედებას როლის ცხოვრების გარემოებაში, რაც ხორციელდება შემოქმედებითი ელემენტების მონაწილეობით. მათ რიცხვს მიეკუთვნება: ყურადღება ობიექტის მიმართ, არტისტული წარმოსახვა, რიტმის გრძნობა, სცენური მომხიბვლელობა და ა.შ.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები