შერმანის საქონელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შერმანის კანონი - (Sherman act), ერთ-ერთი ძირითადი კანონი აშშ-ის ანტიტრესტულ კანონმდებლობაში, რომელიც მიღებულ იქნა 1890 წელს. იგი საზოგადოების აღშფოთების თავისებური გამოძახილი იყო. წარმოების კონცენტრაციის ზღვარგადასულ ზრდასთან დაკავშირებული ქმედებების გამო კანონი კრძალავდა ვაჭრობის თავისუფლების შემზღუდველ კონტრაქტებს, მონოპოლიურ გაერთიანებებსა და ფარულ გარიგებებს, გარდა ამისა, მონოპოლიზაციის მცდელობას. ამ კანონის დარღვევისათვის მაქსიმალური ჯარიმა სახელმწიფოს სასარგებლოდ თავდაპირველად 5000 დოლარს, ხოლო შემდგომ 50000 დოლარს შეადგენდა. 1974 წელს ამ თანხამ კორპორაციებისათვის 1000000 დოლარს მიაღწია.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები