შეუღლებული რიცხვები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შეუღლებული რიცხვები – z = a+bi და = a-bi სახის კომპლექსური რიცხვები, სადაც i=√−1. შეუღლებული რიცხვები ნამდვილკოეფიციენტებიანი კვადრატული z2 - 2az + a2 + b2 = 0 განტოლების ფესვებია; შეუღლებული რიცხვების ჯამი და ნამრავლი ნამდვილი რიცხვებია. თუ z არის ნამდვილკოეფიციენტებიანი მრავალწევრის ფესვი, მაშინ მასთან შეუღლებული
რიცხვიც იქნება იმავე მრავალწევრის ფესვი.