შეფასების გამჭვირვალობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეფასების გამჭვირვალობა - გამჭვირვალობის პრინციპი ისაა, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ უნდა შეუთანხმდეს, თუ რა კრიტერიუმებით ან ინსტრუმენტებით (მაგ. შეფასების ცხრილებით, რუბრიკებით) შეფასდება მისი ნაშრომი. ამის ცოდნა მოსწავლეს მისცემს იმის საშუალებას, რომ უფრო კარგად მოემზადოს, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვან საკითხებზე, შესაბამისად, მისთვის არ იყოს მოულოდნელი ის, თუ რა შეფასებას მიიღებს. შესაძლებელია აგრეთვე ის, რომ მასწავლებელმა და მოსწავლემ ერთად შეიმუშაონ ის ძირითადი შედეგები, რომელთაც უნდა მიაღწიონ სასწავლო აქტივობის დასრულების შემდეგ და ის კრიტერიუმები, რომლებითაც მოხდება მათი სასწავლო შედეგების შეფასება. შეფასების კრიტერიუმების შექმნა უნდა მოხდეს მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით; შედეგები, რომელთაც მასწავლებელი ელის, მიღწევადი უნდა იყოს მასწავლებლებისათვის.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები