შეცდომაში შეყვანა (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შეცდომაში შეყვანა – სამხედრო ეშმაკობის გამოვლინების ფორმა. მოწინააღმდეგის დეზორიენტირება საბრძოლო მოქმედებების მომზადების და წარმოების დროს, მისთვის სარდლობის გეგმებსა და განზრახვებზე, ჯარების (ძალების) მდგომარეობასა და მოქმედების ხასიათზე ცრუ წარმოდგენის შექმნა. ღონისძიებები, რომლებიც მოწინააღმდეგის მოსატყუებლად ხორციელდება, უნდა გამოიყურებოდეს უტყუარად, იყოს მრავალფეროვანი. მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა ხორციელდება დეზინფორმაციის, დემონსტრაციული მოქმედებების და იმიტაციის მეშვეობით. შეცდომაში შეყვანა ხდება მოწინააღმდეგისთვის საბრძოლო მოქმედებების წარმოების უცნობი ფორმების და მეთოდების, დაზიანების ახალი საშუალებების გამოყენებასთან შეხამებით.