შინამეურნეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შინამეურნეობა - (household), გაეროს ეროვნული ანგარიშთა სისტემის მიხედვით, ერთად მცხოვრებ პირთა მცირე ჯგუფი, რომლებსაც გაერთიანებული აქვთ (მთლიანად ან ნაწილობრივ) თავიანთი შემოსავლები და ქონება და ერთად მოიხმარენ გარკვეული სახის საქონელსა და მომსახურებას, უპირველეს ყოვლისა, საცხოვრისსა და კვების პროდუქტებს. როგორც წესი, შინამეურნეობის თითოეულ წევრს აქვს გარკვეული უფლება ამ მეურნეობის ერთობლივ რესურსებზე.

შინამეურნეობა ხშირად იდენტურია „ოჯახისა“, თუმცა ერთი და იგივე შინამეურნეობის წევრები არ არის სავალდებულო იყოს ერთი ოჯახის წევრები. აუცილებელ პირობას წარმოადგენს რესურსების ერთობლივი მფლობელობა და ერთობლივი მოხმარება. იგი არის ერთ საერთო საცხოვრებელ ფართზე და ერთი საოჯახო ბიუჯეტით მცხოვრებ ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური რგოლი (უჯრედი). შინამეურნეობა, როგორც მოხმარების სტატისტიკის მნიშვნელოვანი სტატისტიკური ერთეული, განსხვავდება მოსახლეობის სტატისტიკაში ხმარებულ საოჯახო მეურნეობისაგან, როგორც მხოლოდ ერთად მცხოვრებ პირთა ერთობლიობისაგან.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები