შინკიოოგეკიდან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„შინკიოოგეკიდან“ – შინგეკის მიმართულების იაპონური თეატრი. დაარსებულ იქნა 1934 წ. ტოკიოში პროლეტარული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მურაიამა ტომოიოშის მიერ. ამ თეატრში იდგმებდა იაპონური და ნათარგმნი პიესები. 1940 წ. ეს თეატრი დახურეს, ბევრი მსახიობი დააპატიმრეს. 1946 წ. თეატრმა განაახლა თავისი მოღვაწეობა კვლავ მურაიამა ტომოიოშის ხელმძღვანელობით.