შინტომი-ძა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შინტომი-ძა – ევროპულ ყაიდაზე რეკონსტრუირებული კაბუკის თეატრი იაპონიაში. გაიხსნა 1878 წ. მსახიობისა და თეატრალური მოღვაწის, მოშიტა კანია XII-ის მიერ. სახელი ეწოდა ადგილის მიხედვით. თეატრმა უარი თქვა თეატრის მოწყობის ძველ ტრადიციებზე. პარტერში სკამები დადგეს, მაყურებელთა დარბაზი გადაკეთდა ევროპული სტანდარტების მიხედვით, მსახიობებმა ჩაიცვეს ევროპული სამოსი, პერანგები და ფრაკები.
1887 წ. მორიშიტა კანიამ შეძლო თავის თეატრში იმპერატორის და მისი მეუღლის მოწვევა, რამაც საგრძნობლად აამაღლა თეატრის პრესტიჟი.