შიო მღვიმელი (ასურელი მამა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შიო მღვიმელი (VI ს.) — მწერალი, საეკლესიო მოღვაწე, საქართველოში სამონასტრო კოლონიზაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თავდაპირველად სირიაში ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას, შემდეგ სხვა სირიელ მამებთან ერთად ჩამოვიდა ქართლში და მცხეთის ახლოს, სარკინეთში დაარსა სავანე, რომელიც დღეს შიო მღვიმელის მონასტრის სახელითაა ცნობილი. ეს მონასტერი ქართული ქრისტიანული კულტურის ერთ ერთი პირველი და მნიშვნელოვანი კერა იყო.

შიო მღვიმელს ეკუთვნის ასკეტიკურ-მისტიკური ხასიათის კრებული „სწავლანი“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ „შიო მღვიმელის ცხოვრებაში“ უხვად მოტანილი დარიგება-შეგონებანი, შიოს მიერ წარმოთქმულნი, ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან კრებულის რაობის შესახებ. ხელნაწერებსა და გადმოცემებს დაუცავთ ღვთისმშობლისა და სამებისადმი მიძღვნილი ორი „ოხითაჲ“, რომლებშიც ავტორი მხურვალედ ითხოვს მონასტრისა და ძმობის წევრთა მტერთაგან დაცვას. ხელნაწერებს დართული მინაწერების თანახმად, ისინი გამოუთქვამს შიო მღვიმელს და თავის მოწაფეთათვის დაუვალებია — ეკლესიაში გარკვეულ დროს წარმოსთქვითო.


ტექსტი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები