შლამშემრევი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შლამშემრევი – დანადგარი, რომელიც გამოიყენება ცემენტის კლინკერის წარმოებაში თიხის, ცარცის და ნედლეულის სხვა კომპონენტების ასარევად, დაქუცმაცებისათვის, დისპერგირებისა და მყარი ნაწილაკების შეწონილ (შეტივტივებულ) მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. კომპონენტების შერევა ხდება მექანიკურად ან კომბინირებული მეთოდით – მექანიკური ამრევებითა და შეკუმშული ჰაერით, რომელიც მიეწოდება საქშენებით ფრთების მოქმედების ზონაში.