შოკური თერაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„შოკური თერაპია“ - (shock therapy), საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მოდელი. ეკონომიკის კონვერსიის ეს გზა გრადუალიზმის (ევოლუციური გზის) ანტიპოდია. მისთვის დამახასიათებელია რადიკალიზმის უკიდურესად მაღალი დონე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ფასების ლიბერალიზაციაში, ფასების მოუმზადებელ თავისუფალ აშვებაში, სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის შესუსტებასა და წინა ეკონომიკური სისტემის არა მხოლოდ ინსტიტუტების, არამედ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ნგრევაში გამოიხატება. საქართველომ ამ გზით დაიწყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, მაგრამ ეკონომიკის შოკირებას თერაპია არ მოჰყოლია. ეს მოდელი შემუშავებულ იქნა ე.წ. ვაშინგტონის კონსენსუსის მიერ და თვით პოსტვაშინგტონის კონსენსუნსმაც უარყოფითად შეაფასა. „შოკურმა“ გზამ ვერ გაამართლა საქართველოში, ისე როგორც ბევრ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები